header
.

მოხმარების წესები და რეკომენდაციები

1. ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი ტექსტების ამობეჭდვა.
ამჟამად ტექსტების ამოსაბეჭდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტ ბროუზერის ბეჭდვის სტანდარტული ფუნქცია. ამის გარდა თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ და შეინახოთ გაცვლის ბუფერში (მეხსიერებაში)  მთელი ტექსტი ან მისი ნაწილი, გადაიტანოთ ნებისმიერ ტექსტურ რედაქტორში და ამობეჭდოთ უკვე რედაქტორიდან. მომავალში ბიბლიოთეკის ფაილებს ექნება საბეჭდი ვერსიები.

2. ბიბლიოთეკის (ან ცალკეული ტექსტების) მომხმარებლის კომპიუტერის ხისტ დისკზე კოპირება ისე, რომ შემდგომში ბიბლიოთეკაში ვიმუშავოთ ინტერნეტის გარეშე.
ცალკეული ტექსტების კოპირება შესაძლებელია; მთელი ბიბლიოთეკის კოპირება მისი ფუნქციონალობის შენარჩუნებით არ შეიძლება, რადგანაც ბიბლიოთეკა იყენებს ქსელურ ინტერნეტ ტექნოლოგიას.

3. ნაწარმოებების ტექსტებში კვადრატების ან კითვის ნიშნების პრობლემა.
ეს მაშინ ხდება როცა ტექსტი შეიცავს სიმბოლოებს, რომელთა კორექტულად ჩვენებისათვის საჭიროა უნიკოდური შრიფტის გამოყენება. ასეთი შრიფტის უქონლობის შემთხვევაში ამ საკითხის გადაწყვეტა ხდება შესაბამისი შრიფტის დაყენებით (იხ. მუხლი 4).

4. ტექსტების კორექტულად ჩვენებისათვის, მომხმარებლის სისტემაში უნდა იყოს დაყენებული შრიფტი BPG Glaho. შრიფტი Sylfaen, რომელიც მოყვება ოპერაციულ სისტემებს, სწორად უჩვენებს ტექსტებს, თუმცა შეიძლება დაირღვეს ტესტების ჩვენების სისწორე. საჭიროებისას ჩამოტვირთეთ BPG Glaho შრიფტის შემცველი zip ფაილი და დააინსტალირეთ მასში მოცემული შრიფტი თქვენს სისტემაში.

5. ბიბლიოთეკის მუშაობა გამოცდილია Linux, Windows (XP, Vista) ოპერაციული სისტემების ინტერნეტ ბროუზერებისთვის: Mozilla Firefox 3, Opera 9.5, Internet Explorer 7.0, Google Chrome 1.0,  Safari 3.1 (ეს ვერსიები და მეტი). ბიბლიოთეკა მუშაობს Macintosh-ის ტიპის კომპიუტერებზე Safari ბროუზერში. სხვადასხვა კომპიტერებზე და ბროუზერებში დაშვებულია ტექსტების ჩვენების დამახინჯება და ფუნქციონირების უმნიშვნელო  დარღვევები. ბიბლიოთეკასთან მუშაობისათვის რაიმე სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა არ არის საჭირო.

6. ბიბლიოთეკასთან მუშაობისათვის ბროუზერის სპეციალური აწყობა: გამოიყენეთ კოდირება Unicode (UTF-8) და საჭიროების შემთვევაში დააყენეთ ის შრიფტები, რომლებიც არ გაქვთ (იხ. მუხლი 4). ბროუზერს უნდა ჰქონდეს უნიკოდურ შრიფტებზე მუშაობის შესაძლებლობა. აუცილებლად ჩართეთ JavaScript-ის გამოყენება.

7. ბიბლიოთეკაში მუშაობისათვის რაიმე სპეციალური ინსტრუქციები საჭირო არ არის. საიტზე ნავიგაცია მარტივი და სტანდარტული გზებით ხორციელდება.

8. ძიება ბიბლიოთეკაში სრულდება ნაწარმოებების ფორმალური მახასიათებლებით: ავტორის გვარ-სახელი, ფსევდონიმი, ნაწარმოების სახელწოდება და ავტორის ბიოგრაფიაში მოცემული რაიმე სიტყვა. ლექსიკური ძიება ნაწარმოებების ტექსტებში ამჟამად არ სრულდება. შემდგომში დაგეგმილია ასეთი ძიების შემოტანა.

9. ბიბლიოთეკაში განთავსებული დიდტანიანი ნაწარმოებების ტექსტური ფაილების ზომა აღწევს (5-12) მეგაბაიტს. მოთმინებით დაელოდეთ ტექსტის ჩამოტვირთვას.

10. ბიბლიოთეკაში მოცემული ტექსტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ არაკომერციული მიზნით. გამოყენებისას სასურველია მიუთითოთ ელექტრონული ტექსტის წყარო "ელექტრონული ბიბლიოთეკა ვახტანგ VI".

11. ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი შეცდომებისა და უზუსტობების შესახებ მოგვმართეთ შესაბამის მისამართებზე, რომლებიც მოცემულია სექციაში „დაგვიკავშირდით".

.


www.mes.gov.ge

www.dlf.ge