![]() |
![]() |
![]() | ||||||||
|
სერვისი
|
მულტიმედიაჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის მულტიმედია გადაწყვეტილებებს და პროდუქციას:
კომპაქტ-დისკზე შესაძლებელია განთავსდეს: ვიდეო-რგოლები, პანორამული ფოტოები, დიქტორის კომენტარი, მუსიკალური გაფორმება, პროდუქციის ღირებულების კალკულატორი და მრავალი სხვა. მულტიმედია დისკების შექმნისას გამოიყენება ტექნოლოგიურ-საშუალებათა ფართო სპექტრი. ანიმაციისა და სამგანზომილებიანი გრაფიკის მეშვეობით შესაძლებელია კლიპების დამზადება, სქემების, გრაფიკების და დიაგრამების დინამიური ჩვენება; კომპანიის შესახებ დიქტორის ტექსტს შესაძლებელია თან ახლდეს ანიმაციური რგოლები. უახლესი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ვირტუალური ტურები, მაგალითად, შესაძლებელია, როგორც მუზეუმის ექსტერიერის ნახვა ან დარბაზებში გადაადგილება, ასევე ცალკეული ექსპონატების დათვალიერება ყოველი მხრიდან. თქვენი სურვილისამებრ შეიძლება დამზადდეს მრავალენოვანი კომპაქტ-დისკი, ეს კი უცხოელ პარტნიორებს გააცნობს თქვენს საქმიანობას მათ მშობლიურ ენაზე. მოგეხსენებათ, პროდუქციის გარეგნულ სახეს დიდი მნიშველობა აქვს. ჩვენ დაგიმზადებთ კომპაქტ-დისკს და ყდა-ბუკლეტს მიმზიდველი დიზაინით. დისკს გაგიფორმებთ ნებისმიერი გამოსახულებით, ერთფერი წარწერიდან დაწყებული, დამთავრებული მდიდრული ნახატით.
|
|